marilisi

პერსონალური შეკვეთა


რენოვაცია

თუ გნებავთ ძველ, დაზიანებულ ან მოდიდან გადასულ სამკაულს ახალი სახე მისცეთ, მაშინ ისარგებლეთ "მარილისის" რენოვაციის სერვისით.დამკვეთთან შეთანხმებით ხდება ძველი სამკაულის ფრაგმენტირება არსებული მინერალების ამოღებისა და დაზიანების გარეშე, ხოლო მათი გამოყენებით "მარილისის" სპეციალისტთან კონსულტაციით ახალი სამკაულის აწყობა. რენოვაციის ფასი 500 ლარიდან იწყება და შემკვეთის სურვილის მიხედვით ხდება ძვირფასი ლითონისა და ქვების დამატება.

პერსონალური დაკვეთა

პერსონალური შეკვეთით "მარილისი"-ს ექსკლუზიური სამკაულის შექმნა   შრომატევადი პროცესია და ხორციელდება დამკვეთის უშუალო, აქტიური   მონაწილეობით და მისი სურვილების გათვალისწინებით. დამკვეთთან შეხვედრისას  მარილისის კრეატიული სამსახურის სპეციალისტი ნაბიჯ-ნაბიჯ ქმნის მომავალი   სამკაულის ესკიზს, არჩევს შესაბამის ძვირფას ქვებსა და ტექნოლოგიებს,ნელ-ნელა   იკვეთება მომავალი ძვირფასი ნივთის ხასიათი. ასეთი ექსპონატი რთული, მინიატურული არქიტექტურული პროექტია. მისი   შესრულება დროს, გულწრფელ ემოციას და დაძაბულ მუშაობას მოითხოვს   დიზაინერის, მხატვრის, ტექნოლოგიური ჯგუფისა და ოსტატისგან.ეს კომპლექსური   ნამუშევარია, სადაც ყველა დეტალი ძალზედ მნიშვნელოვანია.ძვირფასი ქვების   უზარმაზარი არჩევანი, დახვეწილი გემოვნება, შესრულების ვირტუოზული ტექნიკა და   უზარმაზარი გამოცდილება- ასე იქმნება "მარილისის" ხელოვნების ნიმუშები.